რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "გამორჩეული ვიყავი"

მადრიდის "რეალისა" და "პარი სენ ჟერმენის" შეხვედრის (3:1) დასრულების შემდეგ, მატჩში დუბლის ავტორმა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებულია, როცა 2 გოლი გაგაქვს და გუნდი გამარჯვებას აღწევს. 

დღეს გამორჩეული ვიყავი - გუნდს გამარჯვებაში 2 გოლით დავეხმარე, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა.

გვჭირდება, რომ გასვლით შეხვედრაშიც გოლების გატანა და მოგება ვცადოთ, რითაც წნეხს ავირიდებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ  ევროპულ საკლუბო ტურნირებზე 117, ხოლო უშუალოდ "ჩემპიონთა ლიგაზე" 116 გოლი მოაგროვა.

მან უშუალოდ "რეალის" მაისურით "ჩემპიონთა ლიგაზე" მე-100 და 101-ე გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები