გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ლიონში რჩება | ფრანგული წყარო ტრანსფერს გამორიცხავს

Le Progrès-ზე დაყრდნობით Foot01 იუწყება, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი მიქაუტაძე „ლიონს’’ არ დატოვებს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი არაერთმა კლუბმა გამოხატა, ბოლო საათებში ბერგამოს „ატალანტას’’ ინტერესზე აქტიურად იწერება, თუმცა „ლიონი’’ 24 წლის ქართველს საკვანძო მოთამაშედ ხედავს და ტრანსფერს გამორიცხავს.

გუშინ საღამოს იტალიურმა Gazzetta-მ დაწერა, რომ შესაძლოა მიქაუტაძე ბერგამოს „ატალანტას’’ ფეხბურთელი გახდეს. მატეო რეტეგი მზადაა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს და მის ყველაზე რეალურ შემცვლელად „ლიონის’’ ქართველი ფორვარდი მიიჩნევა. წყაროს ცნობით, „ატალანტა'' მიქაუტაძის გარშემო არსებულ ვითარებას სწავლობს, თუმცა თუ Le Progrès დავუჯერებთ, იტალიურ კლუბს სხვა ფორვარდზე გადართვა მოუწევს. „ატალანტას'' გარდა მიქაუტაძე „რომას'', „სანდერლენდს'', „გალათასარაის'' და „ფენერბახჩეს'' დაუკავშირეს.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ, რომლის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემით 22 მილიონი ევროა, გასულ სეზონში „ლიონში“ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა. საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი 11-ს შეადგენს. მას „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
MLS-ის კლუბი 3,7 მილიონს იხდის | გულიაშვილის ტრანსფერზე დიდი ინტერესია
MLS-ის კლუბი 3,7 მილიონს იხდის | გულიაშვილის ტრანსფერზე დიდი ინტერესია