ლამინ იამალი
Aa
Aa

ჩემი ხასიათი მეუბნება: გავიდე და გავიმარჯვო | იამალი 18 წლის გახდა

მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი ლამინ იამალი 18 წლის გახდა. „ბარსელონას’’ გარემარბმა კლუბის ოფიციალურ არხთან საუბარში აღნიშნა, რომ მის მიზნებში უმთავრესი მუნდიალისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მისივე თქმით, სურს ჩემპიონთა ლიგა სახლში დააბრუნოს.

ლამინ იამალი: „მსურს იგივე მივიღო, რაც 16 და 17 წლის ასაკში მივიღე. ჩემს ტიტულებს მუნდიალისა და ჩემპიონთა ლიგის თასი აკლია. ჩემი ხასიათი მეუბნება, რომ უნდა გავიდე და გავიმარჯვო. ბევრს არ ვფიქრობ იმაზე, რომ წინ ბევრი წელი მაქვს, მინდა ახლა გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს გავიღებ. ქომაგებს ვეტყვი, რომ თამაშში ვართ, ვიბრძოლებთ. ჩემპიონთა ლიგის თასს სახლში უეჭველად დავაბრუნებთ’’.

2013 წლიდან ლამინ იამალი „ბარსას’’ პირველ გუნდში თამაშობს. ასაკის მიუხედავად კატალონიურ კლუბში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 25 გოლი შეაგდო.

იამალმა ლა ლიგა  (2022-23, 2024-25), ესპანეთის თასი (2024-25) და სუპერთასი (2025) მოიგო.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ევროპის 2024 წლის გამარჯვებულია, აღნიშნულ ჩემპიონატზე შვიდ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩში 6 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები