გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

რომას სამი ვარიანტი აქვს | მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფენერბაჰჩეც ჩაერთო

„რომა“ შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს. „ჯალოროსის“ მთავარი ამოცანა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მაღალი დონის თავდამსხმელის დამატებაა, და ერთ-ერთი, ვინც იტალიელთა ყურადღების ცენტრში იმყოფება, გიორგი მიქაუტაძე გახლავთ.

იტალიური Leggo-ს ინფორმაციით, „რომა“ კიდევ ორ ფეხბურთელზე ფიქრობს – ნიკოლა კრსტოვიჩსა და ლორენცო ლუკაზე. კრსტოვიჩი „ლეჩეს“ რიგებში ასპარეზობს და „სალენტინი“ მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს. რაც შეეხება ლუკას, ის „უდინეზეს“ ფეხბურთელია და მისი ფასი 40 მილიონი ევროა.

სატრანსფერო ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Leggo აცხადებს, რომ „რომას“ ყველაზე მარტივად მიქაუტაძის ტრანსფერის დახურვა გამოუვა. მით უმეტეს, რომ გიორგის კლუბს – „ლიონს“ – ფინანსური პრობლემები აქვს და ბიუჯეტის შევსებაზეა ორიენტირებული.

თურქული პრესის მიხედვით, „რომას“ კონკურენტი ჰყავს. მიქაუტაძის საკუთარ რიგებში ხილვით „ფენერბაჰჩე“ დაინტერესდა და „ლიონს“ დაუკავშირდა კიდეც. „ფენერმა“ ფრანგულ კლუბს შეატყობინა, რომ 20 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა და პასუხის მოლოდინშია.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში „გალათასარაიზეც“ აქტიურად იწერება და თურქები მზად არიან, იგივე თანხა, 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. ფრანგული პრესის მიხედვით, „ლიონს“ მიქაუტაძის სანაცვლოდ მინიმუმ 23 მილიონის მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის მსურველების სია | ფროზინონე მის გასაყიდად მზადაა
კვერნაძის მსურველების სია | ფროზინონე მის გასაყიდად მზადაა