ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

გიოკერეში ხელფასის 2 მილიონით შემცირებაზე თანახმაა | პრიორიტეტი არსენალში ტრანსფერია

პორტუგალიური Record-ის ცნობით, ვიქტორ გიოკერეში მზადაა ხელფასი 2 მილიონით შეუმცირდეს, რომ „არსენალთან'' მიმდინარე მოლაპარაკებას ხელი შეუწყოს და ინგლისურმა კლუბმა მისი 70 მილიონად შეძენა შეძლოს.

ფეხბურთელსა და „სპორტინგს“ შორის მიღწეული შეთანხმებით კლუბი 60 მილიონიან ტრანსფერს უნდა დათანხმებოდა, თუმცა შემდეგ პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტმა ფრედერიკო ვარანდასმა შეთანხმება დაარღვია და თანხა გაზარდა. ფეხბურთელი კლუბის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. შვედის თვლის, რომ „სპორტინგმა'' ჯენტლმენური შეთანხმება დაარღვია.

გიოკერეშმა საუდის არაბეთში თამაშზე უარი თქვა. მას „მანჩესტერ იუნაიტედი'' და „იუვენტუსიც'' იწვევენ, თუმცა მისთვის პრიორიტეტი „არსენალში'' თამაშია.

„არსენალმა“ წინადადება გააუმჯობესა და ახლა 65 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც 15-მილიონიანი ბონუსი ემატება. მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. 27 წლის ფეხბურთელი „ემირეითზე’’ გადასვლის ძალიან დიდ სურვილს ავლენს და იმედოვნებს, რომ ტრანსფერი მალე დაიხურება.

27 წლის ცენტრფორვარდისთვის გასული სეზონი ძალიან შედეგიანი იყო, 52 მატჩში 54 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო თანხა 75 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკო საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ | ბეშიქთაში მოლაპარაკების განახლებას გეგმავს
ზურიკო საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ | ბეშიქთაში მოლაპარაკების განახლებას გეგმავს