ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

ხორვატიული მედია: პაოკ-ი გუგეშაშვილის მთავარ კონკურენტს ყიდის

ხორვატული Germanijak-ის ინფორმაციით, დომინიკ კოტარსკი „კოპენჰაგენში’’ გადასვლასთან ახლოსაა. დანიურმა კლუბმა პაოკ-ს ოფიციალურად მიმართა, „კოპენჰაგენი’’ მზადაა ხორვატ მეკარეში 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

პაოკ-ი კოტარსკის გაყიდვის წინააღმდეგი არაა. მით უმეტეს, რომ ბერძნულმა კლუბმა ლუკა გუგეშაშვილი შეიძინა და მასთან ერთად ჩეხეთის ნაკრების მეკარე, 33 წლის ირჟი პავლენკა ჰყავს.

კოტარსკი პაოკ-ის პირველი მეკარეა და გუგეშაშვილის მთავარ კონკურენტად ითლება. კოტარსკის წასვლის შემთხვევაში ლუკას კონკურენცია მხოლოდ პავლენკასთან მოუწევს, რაც რთულ კონკურენციას შედარებით გააადვილებს.

33 წლის პავლენკა საკმაოდ გამოცდილი მეკარეა, 2017-2024 წლებში „ვერდერის’’ რიგებში 175-ჯერ ითამაშა (31 მშრალი მატჩი). გასულ სეზონში პავლენკა სკამზე იჯდა და კოტარსკი სასტარტო 11-ეულის მეკარე იყო.

შეგახსენებთ, 2024 წლის ზაფხულში ლუკამ „ყარაბაღი’’ დატოვა და კარიერა ბერძნულ „პანსერაიკოსში’’ გააგრძელა, გასულ სეზონში სუპერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო და პაოკ-მა მილიონ ევროდ შეიძინა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე „პანსერაიკოსის’’ ქომაგებს ემოციურად დაემშვიდობა: „შეშლილი ლუკა მიდის, მაგრამ სერესი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ასევე, ვიცი რომ ყოველ შაბათ-კვირას თქვენ ჩემი ლამაზი ხმა მოგენატრებათ. ლუკას უყვარს „პანსერაიკოსი’’.

ლუკას პაოკ-თან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას სამი ვარიანტი აქვს | მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფენერბაჰჩეც ჩაერთო
რომას სამი ვარიანტი აქვს | მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფენერბაჰჩეც ჩაერთო