რეალი
Aa
Aa

რეალი პირველი ტურის მატჩის გადადებას ითხოვს | მიზეზი საკლუბო მსოფლიოა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენია“. „სამეფო კლუბისა“ და პსჟ-ის შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება, და „ლოს ბლანკოსმა“ ლა ლიგას ოფიციალური თხოვნით მიმართა.

19 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, „რეალი“ „ოსასუნას“ ხვდება. მადრიდელებს მატჩის გადადება და მისი 29 ოქტომბერს ჩატარება სურთ. „ოსასუნა“ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამაზე თანახმა არიან და მხარეები ლა ლიგის დასტურს ელოდებიან.

ესპანეთის ფეხბურთელთა პროფკავშირების წესებით, მოთამაშეებს 3-კვირიანი შვებულება და 3-კვირიანი წინასასეზონო მზადება ეკუთვნით. გამომდინარე იქიდან, რომ „რეალი“ ნახევარფინალში გავიდა, ეს ვერ მოესწრება და მატჩის გადადების მოთხოვნა სწორედ ამიტომ გაჩნდა.

საინტერესოა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე ლა ლიგამ განაცხადა, თუ ესპანური კლუბი მეოთხედფინალში გავიდოდა, მისი მონაწილეობით პირველი ტურის შეხვედრას გადადებდა. როგორც ირკვევა, ამ მომენტისთვის ლა ლიგას სხვა პოზიცია აქვს და „რეალის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, თოფურია როგორ უნდა დავამარცხოთ“ | UFC-ის მებრძოლის სასაცილო ვიდეო
„ვიცი, თოფურია როგორ უნდა დავამარცხოთ“ | UFC-ის მებრძოლის სასაცილო ვიდეო