ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

„რუმინეთი სჯობდა, მაგრამ სლოვაკეთიც კარგი ვარიანტია“ - ასათიანის პირველი შეფასება

ბოსნია-ჰერეცეგოვინა, ბელგია, უნგრეთი, რუმინეთი, ყაზახეთი, იტალია, სლოვაკეთი - ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში ამ შვიდი გუნდიდან საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო. კენჭისყრის შედეგად კი, საბოლოოდ დადგინდა, რომ კონტინენტის პირველობაზე მოსახვედრად ორრაუნდიან დაპირისპირებას ქართველი ფეხბურთელები სლოვაკებთან გამართავენ და პირველი მატჩი თბილისში შედგება, საპასუხოს კი გასვლაზე ჩაატარებენ.

რამდენად მისაღები მეტოქე შეხვდათ და როგორი იქნება მისი მომზადებული გუნდის შანსები, ამის შესახებ Crystalsport-თან ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დეტალურად ისაუბრა.

ავთანდილ ასათიანი

იტალია, ბოსნი-ჰერცეგოვინა და ყაზახეთი ძალიან ძლიერი გუნდები არიან და სიმართლე გითხრათ, მათთან შეხვედრა არ მსურდა. დანარჩენი ოთხი სავარაუდო მეტოქე კი თანაბარი დონისაა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სლოვაკეთს რუმინეთი მერჩივნა, რადგან მათ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ვეთამაშეთ და უფრო კარგად ვიცნობდით. იოლი მატჩი ნამდვილად არ გვექნება, რადგან სლოვაკეთის ნაკრებში თამაშობს ფეხბურთელი, რომელიც ისეთ ძლიერი პირველობის საუკეთესო ბომბარდირი, როგორიც ესპანეთის ჩემპიონატია, უკანასკნელ სამ წელიწადში ორჯერ გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან საუბარი უკვე მქონდა და გადავწყვიტეთ, რომ აგვისტოში მოსამზადებელი ციკლი სამ ეტაპად წარიმართება. ამავე თვის ბოლოს მინდოდა ერთი საკონტროლო თამაშის ჩატარება, თუმცა იმის გამო, რომ უეფას სანაკრებო ფანჯარა არ არის, ეს ყველაფერი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

სლოვაკებთან პლეი ოფის მატჩები 15-დან 24 სექტემბრის შუალედში უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება. რაც შეეხება კონტინენტის 2026 წლის პირველობას, მას 20 იანვრიდან 7 თებერვლამდე სამი ქვეყანა, ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა | კსუ-ს მეტოქეები ცნობილია
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა | კსუ-ს მეტოქეები ცნობილია