ტომ ასპინალი
Aa
Aa

„მოწინააღმდეგე მყავს“ - ასპინალმა მომდევნო ჩხუბი დააანონსა

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა განაცხადა, რომ მომდევნო ჩხუბი დაუნიშნეს. 

„UFC-სთან შეხვედრა გაიმართა. არის თარიღი და მეტოქე“, - თქვა ბრიტანელმა მებრძოლმა.

მანამდე სირილ განმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მისი და ასპინალის ჩხუბის დაორგანიზებაზე მუშაობს. ამ უკანასკნელმა ბოლოს გასული წლის დეკემბერში იჩხუბა და ალექსანდრ ვოლკოვი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

რაც შეეხება ტომს, ის დივიზიონის ჩემპიონი მას შემდეგ გახდა, რაც ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. მანამდე ის დროებით ქამარს ფლობდა.

ასპინალმა ბოლო ჩხუბი 2024 წლის ივლისში გამართა და კურტის ბლეიდსი პირველი რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისლამ მახაჩევი: „დივიზიონის დატოვება ცარუკიანის საქციელმა გადამაწყვეტინა“
ისლამ მახაჩევი: „დივიზიონის დატოვება ცარუკიანის საქციელმა გადამაწყვეტინა“