კორმიე: ჯონსი ასპინალს მოერეოდა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ლეგენდარული დენიელ კორმიე მიიჩნევს, რომ ჯონ ჯონსი ტომ ასპინალს დაამარცხებდა.
„ჯონსი მას სცემდა. ასპინალმა არ იცის, რა არის საჩემიონო რაუნდები, მას არ აქვს ასეთი გამოცდილება“, - თქვა კორმიემ.
22 ივნისს, UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ჯონსმა კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც მძიმე წონაში ჩემპიონი ბრიტანელი ასპინალი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლეგენდარული ჯონსი ბრძოლაზე უარს აცხადებდა და ამის გამო მან არაერთი კრიტიკა დაიმსახურა.
ჯონსს ასპინალთან ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ აღნიშნული დაპირისპირება არ შედგა. ასევე გეტყვით, რომ უკანასკნელ წლებში, ჯონი ყველა წონითი დივიზიონის საერთო რეიტინგის ლიდერი იყო და მას პირველობა რამდენიმე თვის წინ, ისლამ მახაჩევმა ჩამოართვა.
„ბოუნსმა“ კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.