ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილიასაც მოვუგებ და ჩარლზსაც, ჩემთვის სულ ერთია“ - პიმბლეტი

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში მოასპარეზე პედი პიმბლეტმა კომენტარი გააკეთა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ღამით ლას-ვეგასში გაიმართება.

რა თქვა პიმბლეტმა:

„არ მაინტერესებს, ვინ მოიგებს - ილია თუ ჩარლზი. მე ყოველთვის ჩემპიონთან ჩხუბი მსურს. ნებისმიერ შემთხვევაში მე მზად ვიქნები, ჩემპიონს ვეჩხუბო.

საერთოდ არაფერზე ვფიქრობ - რომელ მეტოქესაც შემომთავაზებენ, ამ ჩხუბს მივიღებ, შემდეგ კი სატიტულო ჩხუბს მომცემენ. ილიასაც მოვუგებ და ჩარლზსაც - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იდგება ჩემ წინ.

არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგი პრეტენდენტი. ეს UFC-ის გადასაწყვეტია. თუ ილია მოიგებს, არ გამიკვირდება, რომ სატიტულო შანსი მე მომცენ. დავანოკაუტებ მას - იმედია, ეს დასრულებამდე 30 წამით ადრე მოხდება, რომ მანამდე მისი ცემა მოვასწრო“.

შეგახსენებთ, რომ თოფურია-ოლივეირას ბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 29 ივნისს, 08:00 საათიდან დაიწყება. გამარჯვებული მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს, რომელიც ისლამ მახაჩევის ქვესაშუალო წონაში ასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა.

აქვე გეტყვით, რომ პიმბლეტს (23-3) ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და ბოლოს მან მიმდინარე წლის აპრილში მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ბიჭს დიდ პატივს ვცემ“ - კანელო ალვარესი თოფურიაზე
„ამ ბიჭს დიდ პატივს ვცემ“ - კანელო ალვარესი თოფურიაზე