კანდიდატი ორია - ვინ იქნება კრიშტიანუს მთავარი მწვრთნელი
„ალ-ნასრის“ ხელმძღვანელებმა პირველი დიდი პრობლემა უკვე მოაგვარეს და გუნდის ლიდერთან კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა კი რიგში მწვრთნელის საკითხი დგას, რომელიც სტეფანო პიოლის განთავისუფლების შემდეგ ვაკანტურია. იტალიელმა სპეციალისტმა არათუ კლუბს ჩემპიონის ტიტული ვერ მოაპოვებინა, არამედ სამეულშიც ვერ შეიყვანა და რონალდუ და მისი თანაგუნდელები მეოთხე ადგილზე გავიდნენ.
როგორც ირკვევა, მოლაპარაკება მიდის ორი მწვრთნელის წარმომადგენლებთან და „ალ-ნასრის“ ჩაბარების მთავარი კანდიდატები, ჟორჟე ჟესუსი და სერჟიო კონსეისაუ არიან. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ „მილანიდან“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს და მისი რეპუტაცია შედარებით შელახულია, რის გამოც მასთან დაკავშირებისგან შედარებით თავს იკავებენ. თანაც კონსეისაუს ფეხბურთელებთან იდეალური ურთიერთობა არ ჰქონდა და შიშობენ რომ მას კარგი დამოკიდებულება არც რონალდუსთან ექნება.
რაც შეეხება ჟესუსს, მას საუდის არაბეთში მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და „ალ-ჰილალს“ თითოჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და სამეფო თასი, ხოლო სამჯერ სუპერ თასი მოაგებინა.