ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

სენ-პიერი ჯონსსა და ასპინალზე: UFC-მ უნდა გადაწყვიტოს

UFC-ის ლეგენდამ, ჟორჟ სენ-პიერმა მძიმე წონაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა, სადაც პრომოუშენს ჯონ ჯონსის სახით ჩემპიონი, ტომ ასპინალის სახით კი დროებითი ჩემპიონი ჰყავს.

ლეგენდარული კანადელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ პრომოუშენმა ჯონ ჯონსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს.

„თუ ჯონსი თავის მდგომარეობას მოლაპარაკებებში არგუმენტად იყენებს - ეს მისთვის არის კარგი, მაგრამ UFC-მ უნდა გადაწყვიტოს, რა ბედი ელის მძიმე წონას.

ახალგაზრდა მებრძოლები ელოდებიან და გადაწყვეტილება დროულად არის მისაღები. თუ მაღალი დონის მებრძოლი ხარ, ფორმის პიკზე არც ისე დიდხანს იქნები.

UFC-მ უნდა იმოქმედოს - ან მისცენ ჯონსს ის, რასაც ითხოვს, ან ეს ფურცელი გადაშალოს და წინ წავიდეს“.

შეგახსენებთ, რომ ტომი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. 2023 წლის ნოემბრიდან ასპინალი მძიმე წონის დროებით ქამარს ფლობს, ჯონსმა კი ბოლოს 2024 წლის ნოემბერში იჩხუბა, როცა სტიპე მიოჩიჩი დაანოკაუტა.

თავად ჯონსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვინმესთან ჩხუბი არ აინტერესებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაისურაძის კონკურენტი UFC-ში - სადულაევზე დენას ხაბიბი ესაუბრა
მაისურაძის კონკურენტი UFC-ში - სადულაევზე დენას ხაბიბი ესაუბრა