„ყველა ასპექტში უნდა ვაჯობო“ - სენდჰეგენი დვალიშვილზე
UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა, რომელიც, დიდი ალბათობით, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე იქნება, ისაუბრა იმაზე, რა არის საჭირო მერაბისნაირი მეტოქის დასამარცხებლად.
კორი სენდჰეგენი:
„მერაბთან ჩხუბში მასტერკლასი უნდა ვაჩვენო. მას MMA-ის ყველა ასპექტში უნდა ვაჯობო, არ უნდა შემეშინდეს არც ჭიდაობის და არც დაღლის. ეს მოჭიდავეებთან ჩხუბის ანაბანაა - თუ დაღლის გეშინია, აუცილებლად დამარცხდები. უმარს ეს შეცდომა არ დაუშვია, რასაც ვერ ვიტყვი ომალიზე.
ჩემი აზრით, შონს დაღლის ეშინოდა და, როგორც წესი, ასეთ დროს უფრო მეტად იღლები. ჩემი და მერაბის დაპირისპირებაში ბევრი ნიუანსია, მაგრამ მოუთმენლად ველი ამ საინტერესო გამოწვევას“.
ცნობისთვის, შონ ომალის დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ სატიტულო ჩხუბი კორი სენდჰეგენმა დაიმსახურა.
აქვე გეტყვით, რომ სენდჰეგენს (18-5) ბოლო 5 ჩხუბში 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. კორიმ სონგ იადონგს, მარლონ ვერას, რობ ფონტს და დეივისონ ფიგერედოს მოუგო, უმარ ნურმაგომედოვთან კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.