„2019-ში გავიცანით და დღეს გაგვაოცა“ - ევროპის ძიუდოს კავშირი ლიპარტელიანზე
ეთერ ლიპარტელიანის ტრიუმფს მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო, ყველა შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო და გახდა ჩვენი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში პლანეტის პირველობაზე გაიმარჯვა. ლიპარტელიანის არაჩვეულებრივ ასპარეზობაზე ყურადღება იყო გამახვილებული ევროპის ძიუდოს კავშირის ვებ-გვერდზე, სადაც ეთერი ასე დაახასიათეს.
რას წერენ ლიპარტელიანზე
საქართველოს ძიუდოს ისტორიაში უამრავი ლეგენდა ჰყოლია, თუმცა დღეს ვწერთ ერთ უნიჭიერეს გოგონაზე, რომელმაც პლანეტის პირველობაზე არამხოლოდ პირველი მედალი მოიპოვა, არამედ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
თავდაპირველად მის შესახებ ყველამ 2019 წელს შეიტყო, როდესაც იუნიორებს შორის როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა. თანდათან საქართველოში ძიუდო არამხოლოდ მამაკაცებში, არამედ ქალებს შორისაც განვითარდა და ამაში ლომის წილი სწორედ ეთერს მიუძღვის.
რაც შეეხება მის დღევანდელ პერფომანსს, სიტყვებით ძნელია აღწერო ის ტექნიკურ-ტაქტიკური დახვეწილობა და საოცარი უნარები, რომელიც ეთერის ჭიდაობას ფონად გასდევდა.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენ ქვეყანას მედალი მოუტანა.