წლის ბოლო ტურნირი - ძიუდოში ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში წლის დასკვნითი ტურნირი, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. გუშინ ისტორიაში პირველად გაიმართა შეჯიბრება უფროსი ასაკის გოგონებს შორის, რომელიც 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მარიამ ზაქარაიამ (48 კგ), ნინო თათრიშვილმა (52 კგ), ნინო ხარაიშვილმა (57 კგ), ნინო წიკლაურმა (63 კგ), მარი მახარაშვილმა (70 კგ), ბარბარე მელაშვილმა (78 კგ) და ნონა კვარაცხელიამ (+78 კგ) მოიპოვეს.
ვაჟთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში დღეს ქვეყნის ჩემპიონი მათე გოგობერიშვილი, ხოლო 66 კგ-ში ლაშა ნადირაძე გახდა. გოგობერიშვილმა ფინალში ლუკა გადელიას, ხოლო ნადირაძემ კი თორნიკე მაზიაშვილს აჯობა.
ტურნირი ხვალ 73 და 81კილოგრამ წონით კატეგორიებში გაგრძელდება. 28 დეკემბერს კი, 90, 100 და მძიმე წონითი კატეგორიის ფინალებით დასრულდება.