ბერელიძე სამგურალში ითამაშებს | დინამომ 19 წლის საყრდენი გაანათხოვრა
ცოტნე ბერელიძე კარიერას წყალტუბოს „სამგურალში’’ გააგრძელებს. ინფორმაცია იმერულმა კლუბმა დაადასტურა.
CrystalSport-ის ინფორმაციით, ცოტნე თბილისის „დინამოს’’ საკუთრებად რჩება, „სამგურალში’’ იჯარით ითამაშებს, 2026 წლის ზაფხულში თბილისურ კლუბს ფეხბურთელის დაბრუნების უფლება ექნება.
2025 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის „დინამოს’’ მთავარ გუნდში 19 მატჩი ჩაატარა, სეზონის მეორე ნახევარში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. დიდი ალბათობით, „სამგურალში’’ სათამაშო დროის პრობლემა არ ექნება, უმაღლეს ლიგაში რეგულარული თამაში განვითარებაში დაეხმარება.
1,80 მ. სიმაღლის საყრდენ ნახევარმცველს საქართველოს 17, 18, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში ოქტომბერსა და ნოემბერში მიიწვია, გერმანიასთან ცვლილებაზე ათამაშა და ეს მატჩი ცოტნესთვის სადებიუტო იყო.
მიმდინარე სეზონში UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე 19 წლის ფეხბურთელმა თბილისის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდში ექვსივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, გუნდის კაპიტანი იყო და ორი ეტაპის გავლაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწუხაროდ, გუნდმა მინსკის „დინამოს’’ ბარიერი ვერ დაძლია და ტურნირს დაემშვიდობა.