„ამაზე საუბარი არასოდეს ყოფილა“ - ჰოლანდი ინგლისის ნაკრებში თამაშზე
„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა ინტერვიუში ინგლისში ცხოვრებაზე ისაუბრა და უპასუხა კითხვას, ხომ არ განიხილავდა კარიერის რომელიმე ეტაპზე ინგლისის ნაკრებში თამაშს.
„როდესაც „სიტისთან“ კონტრაქტი გავაფორმე, ვთქვი, რომ ეს სახლში დაბრუნებასავით იყო. მახსოვს ეს განცხადება და ამას ახლაც გავიმეორებდი, აქ თავს სახლში ვგრძნობ, იმიტომ რომ ჩემს ოჯახს აქ კარგი პერიოდი აქვს გატარებული, [როგორც ცნობილია, ერლინგი ლიდსში დაიბადა, სადაც მამამისი ალფ-ინგე ჰოლანდი თამაშობდა].
„დედაჩემს ძალიან უყვარს ინგლისი, აქაური ტრადიციები და ა.შ. ჩემი მშობლები აქ ბედნიერები იყვნენ და მეც აქ ყველაფერი მომწონს“.
ამ განცხადებების შემდეგ ჰოლანდს ისიც ჰკითხეს, იყო თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მას სანაკრებო დონეზე „სამი ლომის“ ღირსება დაეცვა.
„არა, ამაზე საუბარი არასოდეს ყოფილა, იმიტომ რომ ნორვეგიაში ვიყავი და ინგლისურ პასპორტს ვერ ავიღებდი. ახლა შემიძლია პასპორტის აღება და ძალიან გამიხარდებოდა, რატომაც არა? თუმცა, თუ საუბარია ინგლისის ნაკრებზე - არა, ეს თემა არასოდეს განხილულა“.
ცნობისთვის, ნორვეგიელი ფორვარდი „მანჩესტერ სიტის“ 2022 წელს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა და ამ დრომდე 170 მატჩში „ქალაქელების“ მაისურით 149 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში პეპ გუარდიოლამ 25 წლის ჰოლანდი გუნდის ერთ-ერთ ვიცე-კაპიტნად დაასახელა.