Aa
Aa

"სევილია" ესპანეთის თასის ფინალში მეცხრედ გავიდა

ესპანეთის თასის განმეორებით 1/2 ფინალურ შეხვედრაში „სევილიამ“ „ლეგანესს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, რაც აშკარა უპირატესობას სევილიელებს ანიჭებდა.

ანდალუსიელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და შედეგს მე-15 წუთზე მიაღწიეს - ლუის მურიელის გადაცემით ანხელ კორეამ ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა.

„სევილია“ საქმეს დამაჯერებლად აკეთებდა და მატჩის მიმდინარეობას აკონტროლებდა, რამაც 89-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი მოუტანა.

ერთ-ერთი კონტრ-შეტევისას ფრანკო ვასკესმა გაიტანა და „სევილია“ კოპა დელ რეის ფინალში მეცხრედ გავიდა.

მეორე 1/2 ფინალური მატჩი დღეს გაიმართება. „მესტალიაზე“ „ვალენსია“ „ბარსელონას“ შეხვდება და 0:1 ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები