მერაბ დვალიშვილი, კაილა ჰარისონი
Aa
Aa

ჯონსს და ილიას გადაუსწრო | დვალიშვილი P4P რეიტინგში მეორე ადგილზეა

მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული რამდენიმე დღის წინ დაიცვა, P4P-ის რეიტინგში (განურჩევლად წონითი დივიზიონებისა) წინსვლას აგრძელებს.

ამჯერად, „მანქანამ“ თავისი პოზიციები კიდევ ორი საფეხურით გააუმჯობესა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. წინა რეიტინგში დვალიშვილი მეოთხე ადგილზე იყო და მას ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი და ილია თოფურია უსწრებდნენ.

რაც შეეხება ომალის, მან ზედიზედ მეორე სატიტულო ჩხუბში მარცხის შემდეგ P4P-ის რეიტინგში ადგილი დაკარგა.

P4P რეიტინგი ახლა ასე გამოიყურება:

  1. ისლამ მახაჩევი
  2. მერაბ დვალიშვილი
  3. ჯონ ჯონსი
  4. ილია თოფურია
  5. დრიკუს დუ პლესი
  6. მაგომედ ანკალაევი
  7. ალექსანდრ ვოლკანოვსკი
  8. ჯეკ დელა მადალენა
  9. ალექს პერეირა
  10. ალეშანდრე პანტოჟა
  11. ტომ ასპინალი
  12. მაქს ჰოლოუეი
  13. ბელალ მუჰამედი
  14. ჩარლზ ოლივეირა
  15. არმან ცარუკიანი

რაც შეეხება ქალ მებრძოლებს, ჯულიანა პენას დამარცხების შემდეგ კაილა ჰარისონი მესამე პოზიციაზე აღზევდა, თავად პენა კი ორი პოზიციით დაქვეითდა და მე-5 ადგილზეა. ორი საფეხურით დაწინაურდა ნატალია სილვაც, რომელამც ალექსა გრასოს და ერინ ბლანჩფილდს გადაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კინაღამ გაგვჭყლიტეს, ძალიან შემეშინდა“ | მერაბის მწვრთნელი გადმოვარდნილ ქომაგებზე
„კინაღამ გაგვჭყლიტეს, ძალიან შემეშინდა“ | მერაბის მწვრთნელი გადმოვარდნილ ქომაგებზე