ბარსელონა, ჰანსი ფლიკი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

მისი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა - ფლიკმა ტერ შტეგენის გაყიდვა გადაწყვიტა

როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონა აქტიურად ცდილობს ჟოან გარსიას გადაბირებას და თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, მისი ტრანსფერის გაოფიციალურება დროის საკითხია.

ამის პარალელურად კი საინტერესოა ტერ შტეგენის გარშემო შექმნილი სიტუაცია. როგორც ჩანს, გერმანელ კარის დარაჯს კატალონიურ კლუბში დიდი დრო აღარ უწერია.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა მარკის გაყიდვა გადაწყვიტა. ბარსას მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა ტერ შტეგენის ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულებით. ეს ყველაფერი კი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

პრობლემა გერმანელი მეკარის აგენტმაც შექმნა, რომელმაც დეკუს დაურეკა და უთხრა, რომ მისი კლიენტი სრულიად ჯანმრთელი იყო და ინტერთან ძირითად შემადგენლობაში თამაში მოსთხოვა.

ეს ფაქტი კლუბში აბსოლუტურად არავის მოეწონა და სიტუაცია სწორედ ამ ფაქტის შემდეგ აირია.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი ბარსელონას 2014 წელს შეუერთდა. ბარსელონასთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო და ჯამში 427 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაპიტნის სამკლავურს არ იმსახურებდა“ - როთენმა მბაპე გააკრიტიკა
„კაპიტნის სამკლავურს არ იმსახურებდა“ - როთენმა მბაპე გააკრიტიკა