მანჩესტერ სიტი, ჩაბი ალონსო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ალონსო: “უნდა გავითავისოთ, რომ სიტისთან მატჩი შესაძლებლობაა“

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალონსო:

„ეს არის ერთი გუნდი და ჩვენ ყველა პრობლემასთან ერთად ვიბრძვით. როდესაც რეალის მწვრთნელი ხარ პრობლემებთან შესახვედრად მზად უნდა იყო და სიმშვიდე შეინარჩუნო. ყველა პრობლემა აღმოფხვრადია. თავს მე ასე ვგრძნობ. სიტისთან თამაშს მოუთმენლად ველი.

ვიცით, რომ სელტასთან წაგებული მატჩისგან გამოწვეული იმედგაცრუება პოზიტივით შევცვალოთ. ახლა მხოლოდ სიტიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ. უკეთესობისკენ, თუ უარესობისკენ ყველაფერი სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. ჩემი ყურადღება გუნდზე, მოედანზე და შემდეგ მატჩზეა გამახვილებული. ეს არის ის, რისი კონტროლიც შემიძლია და სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული.

უნდა გავითავისოთ, რომ შემდეგი მატჩი შესაძლებლობაა! სიტის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო თამაში გველის. სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ, გულშემატკივრებთან კავშირი შევინარჩუნეთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათთვის. ასე გამარჯვების მეტი შანსი გვექნება.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ლა ლიგის გასულ ტურში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე სელტასთან 0:2 დამარცხდა.

ამის შემდეგ, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ჩაბი ალონსოსთვის მანჩსტერ სიტისთან დაპირისპირება გადამწყვეტია. ვერ მოგების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით ბლანკოსი ჩაბის დაემშვიდობება. მის შემცვლელად ზინედინ ზიდანი და იურგენ კლოპი მოიაზრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - მესი MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ზედიზედ მეორედ - მესი MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა