გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი კვლავ სკამზე იჯდა | სპორტინგი ბაიერნთან დამარცხდა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „ბაიერნი’’ კიმიხის ავტოგოლით ლისაბონის „სპორტინგთან’’ 0:1 მარცხდებოდა, თუმცა ვენსან კომპანის გუნდმა გნაბრის, კარლისა და ტას გოლებით თამაში შემოატრიალა.

„სპორტინგის’’ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა გიორგი ქოჩორაშვილი კვლავ სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა. ქართველის მიმართ დიდი ნდობა არც სეზონის დასაწყისში იყო, თუმცა ახლა ბევრად უფრო რთულადაა. ოქტომბრის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მხოლოდ ერთხელ, პირველ ტურში „კაირატთან’’ მოედანზე იყო, სასტარტოდან დაიწყო და საგოლე პასი შეასრულა.

გასულ კვირაში „სპორტინგის'' მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა ქოჩორაშვილსა და მის კონკურენტენზე ისაუბრა:

„ჟოაუ სიმოეში შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო მატჩში მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება მეტოქით იყო განპირობებული. ის საოცრად თამაშობს და მაღალი დონის ჩვენებას აგრძელებს. მორიტა პროგრესირებს და გიორგი ქოჩორაშვილმაც ძალიან მოუმატა გუნდთან და სპორტინგის დონესთან ადაპტაციის თვალსაზრისით. მას ექნება დრო და შანსი, რათა საკუთარი პროგრესი წარმოაჩინოს. ბედნიერი ვარ, რომ გიორგი, მორიტა და სიმოეში პროგრესირებენ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ პანიჩელი და კეინი უსწრებენ | ირაკლი იეგოიანის აღიარება
მხოლოდ პანიჩელი და კეინი უსწრებენ | ირაკლი იეგოიანის აღიარება