24-გუნდიანი საერთაშორისო ტურნირი | ბენდელას თასის წილისყრა გაიმართა
Aa
Aa

24-გუნდიანი საერთაშორისო ტურნირი | ბენდელას თასის წილისყრა გაიმართა

ბენდელას თასის 2025 წლის გათამაშებაში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას (13 - რეგიონი, 3 - უცხოური, 8 - თბილისური). როგორც ტურნირის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, წლეულს პირველად 24 გუნდი იასპარეზებს, აქამდე ტურნირი 16 გუნდით ტარდებოდა. შეჯიბრება 2014 წელს დაბადებულებს შორის გაიმართება.

ბენდელას თასის კენჭისყრა დღეს გაიმართება:

A ჯგუფი: გლდანი, სამტრედია, კაირატი, ვესტ ჯორჯია

B ჯგუფი: ავაზა, პორტუს ბათუმი, გორი, გურია

C ჯგუფი: იბერია, დინამო ბათუმი (ლურჯი), ულდუზ ფა, გორდა

D ჯგუფი: სელერო, ტორპედო, რუსთავი, საბურთალო დიდი დიღომი

E ჯგუფი: ლოკომოტივი, კოლხეთი, ტექსილი, გლდანის აკადემია

F ჯგუფი: დინამოს აკადემია, დინამო ბათუმი (თეთრი), გურჯაანი, დინამოს აკადემია რუსთავში

მატჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება. აერთაშორისო ტურნირი 35-ედ ჩატარდება, სტარტს 15 დეკემბერს აიღებს და 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰესეს ყვითელი ბარათი აკიდა | ზარიას პირველი სასტარტო ჩემპიონთა ლიგაზე
ჰესეს ყვითელი ბარათი აკიდა | ზარიას პირველი სასტარტო ჩემპიონთა ლიგაზე