ზედიზედ მეორედ - მესი MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ლიონელ მესიმ MLS-ში საოცარი სეზონი ჩაატარა, რაც, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დარჩა. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ზედიზედ მეორედ დასახელდა MLS-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.
8 ოქროს ბურთის მფლობელმა 34 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ლეო ინტერ მაიამის ჩემპიონობაში დაეხმარა და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
სეზონის მიმდინარეობისას, მესიმ არაერთი ხმაურიანი რეკორდი დაამყარა. მაგალითად, 30 ნოემბერს ლიონელმა პუშკაშის რეკორდი მოხსნა და მას საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა დაუგროვდა - 405. ეს შედეგი კი ვანკუვერთან ფინალში შეიცვალა, რომელშიც არგენტინელმა კიდევ 2 ასისტი მიითვალა.
ასევე შეგახსენებთ, რომ მესი ინტერ მაიამის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ. მან 2023 წლიდან დღემდე 77 ჩატარებულ შეხვედრაში 88 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საგოლე პასებს, მან თანაგუნდელებს 44-ჯერ გაატანინა.
Back to back. ????????
— Major League Soccer (@MLS) December 9, 2025
Lionel Messi is the 2025 MLS MVP. The first to ever do it. pic.twitter.com/ETLFc0hNyh