ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„რეალს ალონსოს გაშვება არ უნდა, თუ ეს არ მოხდება...“ - ესპანური მედია

„რეალს“ არ აქვს სურვილი, რომ ჩაბი ალონსო გაათავისუფლოს, თუკი კლუბს სხვა არჩევანი არ ექნება. Cadena SER-ის ჟურნალისტმა მანუ კარენიომ, მთავარი მწვრთნელის მომავალთან დაკავშირებით მადრიდული კლუბის ხელმძღვანელების აზრი გააჟღერა.

„რეალში არის განცდა, რომ მათ არ სურთ ჩაბი ალონსოს გათავისუფლება, სანამ აბსოლუტურად სხვა გამოსავალი არ დარჩებათ. მას პატივს სცემენ იმისთვის, რასაც მან მიაღწია მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოკლე დროში, და ასევე იმისათვის, თუ როგორი ფეხბურთელი იყო ის „რეალის“ შემადგენლობაში, მაგრამ ფეხბურთში მთავარი შედეგებია.

გუშინ საღამოს „რეალის“ ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრთან შეხვედრა გაიმართა. მინი-სხდომა, საგანგებო თათბირი, რადგან მათ ესმით, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, მნიშვნელოვანი კრიზისია შედეგებისა და თამაშის თვალსაზრისით. იმ სხდომაზე საბჭოს ზოგიერთმა წევრმა ჩაბი ალონსოს გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა, ზოგიერთმა კი სიმშვიდის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

დროებითი ზომის სახით არჩეულია ორი კანდიდატი, რომლებსაც შეეძლოთ ამ ადგილის დაკავება. ზინედინ ზიდანი არ არის მათ შორის, ის არ უხელმძღვანელებს „რეალს,“

– თქვა კარენიომ.

მადრიდელები ლა ლიგაში „ბარსელონას“ უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონთა ლიგაზე კი „მანჩესტერ სიტისთან“ ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი ელით, რომლის წაგების შემთხვევაში, ჩაბი ალონსოს გუნდი საქმეს საგრძნობლად გაირთულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები