კოპა დელ რეი | ქართველების გუნდებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს
ესპანეთში სამეფო თასის (კოპა დელ რეის) 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა, რომელზეც თავიანთი მეტოქეების ვინაობა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ და ლუკა გაგნიძის „გრანადამაც“ გაიგეს.
„რასინგი“(მე-2 დივიზიონი) - „ვილიარეალი“
„გრანადა“ - „რაიო ვალეკანო“ (ლა ლიგა)
1/16 ფინალის მატჩები 16-18 დეკემბერს გაიმართება და ერთმატჩიანი დაპირისპირებების 16 გამარჯვებული 1/8 ფინალში ითამაშებს.
ამ ეტაპზე ჩაერთნენ გათამაშებაში გუნდები, რომლებიც შარშან სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობდენ - „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბილბაო“.
დანარჩენი წყვილები ასე გადანაწილდა: ოურენსე-ბილბაო, ატლეტიკო ბალეარესი-ატლეტიკო, ტალავერა-რეალი, გუადალახარა-ბარსელონა, მურსია-ბეტისი, ელდენსე-სოსიედადი, ბურგოსი-ხეტაფე, კულტურალ ლეონესა-ლევანტე, ეიბარი-ელჩე, დეპორტივო-მალიორკა, ხიხონი-ვალენსია, უესკა-ოსასუნა, ალბასეტე-სელტა, ალავესი-სევილია.