ბოლონია, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ერთ-ერთი კანდიდატი გოგლიჩიძეა | ბოლონიას დაცვის გაძლიერება სურს

საქართველოს ნაკრებისა და „უდინეზეს“ ცენტრალურ მცველს „ბოლონია“ აკვირდება. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Bologna Sport News-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ვინჩენცო იტალიანოს გუნდი დაცვის გაძლიერებას საჭიროებს, ვინაიდან ერთბაშად სამი მცველი - მარტინ ვიტიკი, ჯონ ლუკუმი და ნიკოლო კაზალე არიან ტრავმირებულები.

გამოცემის ცნობით, იტალიანო უკვე ესაუბრა კლუბის ხელმძღვანელობას და აღნიშნა, რომ ყოველ 3 დღეში ერთხელ მატჩების გამართვა შემადგენლობის გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება. კანდიდატებს შორის გამოცემა ასახელებს დავიდ რიკარდოს (ბოტაფოგო), პაველ დავიდოვიჩს (თავისუფალი აგენტი), მილან შკრინიარს (ფენერბახჩე), ფედე ლეისენს (სენ-ჟილუა) და საბა გოგლიჩიძეს (უდინეზე).

ცნობისთვის, „ბოლონია“ გოგლიჩიძის შეძენით ზაფხულშიც იყო დაინტერესებული, თუმცა საბოლოო ჯამში ახალგაზრდა ქართველი მცველი „უდინეზეს“ შეუერთდა.

აქვე გეტყვით, რომ სერია ა-ში „ბოლონია“ 25 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა, ევროპა ლიგაზე კი 8 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება გოგლიჩიძეს, მან „უდინეზეს“ რიგებში მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა ჩაატარა (6 სერია ა-ში და 1 იტალიის თასზე).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია