გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილის გაშვება არ უნდათ | გრანადა აპირებს დინამო კიევს მიმართოს

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლა ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი დასრულდა. გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ პლეიოფში გასასვლელად ცოტა დააკლდა და ბოლო ტურში, „რასინგთან“ რომ მოეგო, ლა ლიგაში დაწინაურების შანსი ექნებოდა, თუმცა, 1:2 დამარცხდა და მეშვიდე ადგილზე გავიდა.

„გრანადას“ მიზანი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაა და ახალი სეზონის დაწყებამდე, ესპანური კლუბი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. IDEAL-ის ინფორმაციით, წიტაიშვილი „გრანადას“ გეგმებში შედის და ანდალუსიელებმა გადაწყვიტეს, „დინამო კიევს“ წინადადებით მიმართონ.

ქართველი ფეხბურთელი „გრანადაში“ იჯარის წესით იმყოფება. IDEAL-ის მიხედვით, ამ მომენტისთვის, მისი კონტრაქტის გამოსყიდვაზე საუბარი არ მიდის და ანდალუსიელებს სურთ, უკრაინელები კიდევ ერთ იჯარაზე დაიყოლიონ, რომლის ხანგრძლივობაც, სავარაუდოდ, ისევ ერთი სეზონი იქნება. ესპანური გამოცემის თქმით, დიდი შანსია, „დინამო კიევი“ „წიტას“ კიდევ ერთხელ განათხოვრებას დათანხმდეს.

ცნობისთვის, 2024/25 წლების სეზონში, წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ის 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გიორგიმ მოედანზე 2590 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 7 გოლი და საგოლე გადაცემა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს რიტორიკა არაა, ნაპოლი ისევ მის გულშია“ | Il Mattino კვარაცხელიაზე წერს
„ეს რიტორიკა არაა, ნაპოლი ისევ მის გულშია“ | Il Mattino კვარაცხელიაზე წერს