თემურ ჩოგაძე
Aa
Aa

ჩოგაძის მეორე გოლი - კაუნო ჟალგირისი ჩემპიონატის ლიდერია

ლიეტუვის ჩემპიონატში წინა წლებში უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, თუმცა წლევანდელ სეზონშიც არიან გუნდები, რომელთა წამყვანი მოთამაშეებიც ჩვენ ქვეყანას წარმოადგენენ. ასეთი სიტუაციაა A ლიგის ლიდერისა და მთავარი ფავორიტის „კაუნო ჟალგირისის“ შემადგენლობაში, სადაც დაცვაში საიმედო ასპარეზობით ანტონ თოლორდავა, ხოლო შეტევაში თემურ ჩოგაძე გამოირჩევა.

ჩემპიონატის XIV ტურში „კაუნო ჟალგირისმა“ საკუთარ სტადიონზე გათამაშების აუტსაიდერ „დაინავა ალიტუსს“ უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. მასპინძლების რიგებში მესამე ბურთი კი ჩოგაძის ანგარიშზეა, რომელიც თანაგუნდელის კარგი პასის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა და ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც უმაღლესი დონის შემტევს შეეფერება.

გატანილი გოლიდან ერთ წუთში ჩოგაძე შეცვალეს, მისმა თანაგუნდელმა თოლორდავამ კი სრულად ითამაშა. რაც შეეხება სტუმართა კლუბს, „დაინავას“ ძირითადში იყო ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც მწვრთნელმა 83-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანა.

თოთხმეტ ტურში დაგროვებული 30 ქულით „კაუნო ჟალგირისი“ პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ჰეგელმანს“, რომელსაც მატჩით ნაკლები აქვს გამართული, 3 ქულით უსწრებს. „დაინავა“ კი 3 ქულით A ლიგის უიმედო აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
10 დღე უნდა დაისვენოს | ოდიშარიას მცირე ტრავმა ევროპის ჩემპიონატის წინ
10 დღე უნდა დაისვენოს | ოდიშარიას მცირე ტრავმა ევროპის ჩემპიონატის წინ