"სკუადრა აძურას" დროებით დი ბიაჯო უთავკაცებს
იტალიის ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, უახლოეს ამხანაგურ მატჩებში „სკუადრა აძურას“ ლუიჯი დი ბიაჯო უთავკაცებს.
დი ბიაჯო ამჟამად იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ხოლო ეროვნული გუნდის გაწვრთნა რამდენიმე შეხვედრაში მოუწევს, სანამ აპენინელები ახალ თავკაცს არ მოძებნიან.
იტალიის ეროვნულ ნაკრებს მარტში ორი ამხანაგური შეხვედრა ელის - მისი მეტოქეები არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები იქნებიან.
„სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე აქტიურად ანტონიო კონტეს კანდიდატურა განიხილება.
შეგახსენებთ, რომ „კონტისიმემ“ ნაკრები „ევრო 2016“-ის შემდეგ დატოვა და კარიერა „ჩელსიში“ გააგრძელა.