მარკუს ტურამი
Aa
Aa

“მამაჩემს ვასწავლი ლიგის მოგება როგორ უნდა“ - მარკუს ტურამი ფინალზე

დიდი იშვიათობაა, რომ შვილი მამის მსგავსად, უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს, თუმცა ტურამების შემთხვევაში ამას ნამდვილად ვერ იტყვი, რადგან „ინტერის“ ფორვარდი მარკუს ტურამი ლილიანზე უკეთესი ფეხბურთელი თუ არ არის, არაფრით არ ჩამოუვარდება.

ეჭვგარეშეა, რომ წლევანდელი სეზონი მარკუსის კარიერაში როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით საუკეთესოა და იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოგებით დააგვირგვინოს, მას და მის თანაგუნდელებს შაბათს „პარი სენ-ჟერმენის“ დამარცხება დასჭირდებათ, რაშიც უმცროსი-ტურამი ბოლომდე დარწმუნებულია.

მარკუს ტურამი

ეს ყველანაირი კუთხით განსაკუთრებული მატჩი იქნება, რადგან ფინალია. თუმცა, ჩემთვის სხვა დატვირთვაც არსებობს - ვუპირისპირდები გუნდს, სადაც გავიზარდე და იმედია პარიზელებს დავამარცხებთ. ამ თამაშის შემდეგ კი, მამაჩემს ვასწავლი თუ როგორ უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

სეზონის პირველი ნახევარი ოპტიმალურ ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ მთავარია, რომ „ინტერმა“ ფინალამდე გააღწია და ახლა ჩინებული შანსი გვაქვს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო მოვიგოთ. ლაუტარო მარტინესთან დუეტში თამაში არაჩვეულებრივია, რადგან ის ჩვენი ლიდერი და კაპიტანია, თუმცა იგივეს ვიტყვი სხვა პარტნიორებზეც - ტარემი, არნაუტოვიჩი და კორეაც დაკისრებულ მოვალეობას არაჩვეულებრივად ართმევენ თავს.

მარკუსის მამა ლილიან ტურამი კარიერის მანძილზე „მონაკოში“, „პარმაში“, „იუვენტუსსა“ და „ბარსელონაში“ ასპარეზობდა, თუმცა ფეხბურთის თამაშს თავი ისე დაანება, რომ ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ მოგება - ფინალში სხვა შედეგზე არც გვინდა ვიფიქროთ“ - ინძაგი და ლაუტარო
„მხოლოდ მოგება - ფინალში სხვა შედეგზე არც გვინდა ვიფიქროთ“ - ინძაგი და ლაუტარო