ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

კლუბს დაეხმარება თუ ნაკრებში ითამაშებს? ლოჩოშვილის საკითხი გადაწყვეტილი არაა

Il Mattino-ს ცნობით, ლუკა ლოჩოშვილი ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. „სალერნიტანა’’ ფლეი-აუტისთვის ემზადება, სერია B-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. 

CrystalSport-ის ინფორმაციით, საკითხი გადაწყვეტილი არაა. ამ ეტაპზე ფლეი-აუტის გამართვის თარიღი უცნობია. უახლოეს პერიოდში გავიგებთ ლუკა კლუბს დაეხმარება თუ ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება. როცა ფლეი-აუტის გამართვის თარიღი ცნობილი გახდება, საკითხი შემდეგ გაირკვევა.

სანიოლის გუნდი ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, 5 ივნისს „დინამო არენაზე’’ ფარერის კუნძულების ნაკრებს მიიღებს, 8 ივნისს ქუთაისში კაბო ვერდეს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

26 წლის ლოჩოშვილის 2024-25 წლების სეზონის პირველ ნახევარში „კრემონეზეში’’ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ზამთარში იჯარით „სალერნიტანაში’’ გადავიდა, სერია B-ს 19-ვე მატჩში სასტარტოში ითამაშა და გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

ლუკასთვის კარიერაში ზედიზედ მესამე სეზონია, წარმატებული ავსტრიული წლების შემდეგ კარიერა 2022 წლის ზაფხულში „კრემონეზეს'' დაუკავშირა, პირველ სეზონში სერია A-ს 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა, თუმცა „კრემონეზე'' ელიტიდან გავარდა და მას შემდეგ ლუკა სერია B-შია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს | ლუის ენრიკემ კვარაზე ისაუბრა
შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს | ლუის ენრიკემ კვარაზე ისაუბრა