პალმერი: იამალი მსოფლიოში საუკეთესოა, მას არაფრის ეშინია
კოულ პალმერმა ლამინ იამალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა.
„აღფრთოვანებული ვარ. მე ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, სიმართლე გითხრათ ნამდვილად ასეა.
ტექნიკური კუთხით? არა, მხოლოდ ამ მხრივ არა. ვფიქრობ, ის იმ ყველაფერში რასაც აკეთებს საუკეთესოა“.
- ინტერთან მატჩში იყო მომენტები, როცა თითქოს ამბობდა: „მომეცი ბურთი, უბრალოდ 5-6 მოთამაშეს გავცდები". რამდენად რთულია ამის გაკეთება 17 წლის ასაკში ინტერის დონის მცველებთან?
„არ ვიცი. მე ეს არასოდეს მიცდია“.
- ეტყობა ძლიერი ხასიათი აქვს. ახალგაზრდა ვარსკვლავებთან თამაშის გამოცდილება გაქვს. შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს არა მხოლოდ მისმა თვისებებმა, არამედ მისმა მენტალიტეტმაც?
„დიახ. როგორც ის თამაშობს, შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებულია და არაფრის ეშინია. მე მისი თამაშის ყურება მსიამოვნებს",
- თქვა კოულ პალმერმა.
აქვე გეტყვით, რომ ლამინ იამალი ბოლო მონაცემებით, „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ბუკმეიკერთა ფავორიტად იქცა და პირველ პოზიციას იკავებს. მისი მთავარი კონკურენტი უსმან დემბელეა.