ფერან ტორესი
Aa
Aa

სასწრაფო ოპერაცია - ფერან ტორესმა სეზონი დაასრულა

ფერან ტორესისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია - „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 25 წლის ფორვარდს რამდენიმე საათის მანძილზე მუცლის არეში სერიოზული ტკივილები აწუხებდა. მისი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი, დადგინდა, რომ ეს ყველაფერი ბრმა ნაწლავთან დაკავშირებული შეტევები იყო, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიკოსების დასკვნით, ტორესისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია და ის „ბარსას“ ესპანეთის ლა ლიგის დარჩენილ სამ ტურში, „ესპანიოლთან“, „ვილიარეალთან“ და „ბილბაოსთან“ გასამართ შეხვედრებში ვეღარ დაეხმარება. ბუნებრივია ჰანსი ფლიკისთვის და მისი გუნდისთვის ეს სერიოზული დანაკლისი იქნება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ტრავმა სრულად მოირჩინა კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ და წესით, თავდასხმის ხაზში პრობლემები არ უნდა შეიქმნას.

ცნობისათვის, ესპანეთის ლა ლიგის წლევანდელ სეზონში ფერან ტორესის ანგარიშზე 27 შეხვედრაში 10 გოლთან ერთად, 6 საგოლე პასიცაა და ეს იმ მცირე წუთების გათვალისწინებით, რაც მან მოედანზე გაატარა, მართლაც არაჩვეულებრივია მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანაირი პრობლემა არ იქნება“ - დეკუ იამალის ახალ კონტრაქტზე
„არანაირი პრობლემა არ იქნება“ - დეკუ იამალის ახალ კონტრაქტზე