დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

მამის ვარსკვლავის გახსნას არ დაესწრო - ბექჰემების კონფლიქტი გრძელდება

დიდების ხეივანში დევიდ ბექჰემის ვარსკვლავის გახსნას მისი უფროსი შვილი ბრუკლინი არ დაესწრო. ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ბრუკლინი და მისი მეუღლე ჰოლივუდის ამ ისტორიული ადგილიდან ფეხით 20 წუთის სავალ გზაზე ცხოვრობენ და მიუხედავად ამისა, მათ ამ ცერემონიაზე დასწრება არ მოისურვეს. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ბექზიმ სოციალური ქსელის საშუალებით ასეთი სტატუსი დაწერა:

„შენ და შენი ძმები ხართ მიზეზები, რის გამოც ყოველ დილით ვდგები. იმედი მაქვს, ოდესმე ჩემს შვილიშვილებს აქ მოიყვან და მოუყვები ჩემზე, პატარა მეოცნებე ბიჭზე, რომელმაც შეძლო და რაც უნდოდა, იმას მიაღწია. თუ თქვენ ჩემით იამაყებთ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება“.

რამ გამოიწვია მამასა და შვილს შორის კონფლიქტი? როგორც ბრუკლინი ჰყვება, ის და მისი მეუღლე რამდენიმე თვის წინ ლონდონში გაემგზავრნენ, რათა დევიდისთვის დაბადების დღე მიელოცათ, თუმცა უფროსმა ბექჰემმა შვილთან დაკავშირება არ მოინდომა და დაბადების დღეზე, სადაც ასეულობით სტუმარი ჰყავდა, ბრუკლინი არ მიიწვია. საბოლოოდ კი დაუკავშირდა შვილს და უთხრა, რომ მისი ნახვა უნდოდა, ოღონდ თუ ცოლის, ნიკოლის გარეშე მივიდოდა, რის შემდეგაც ბრუკლინმა მამასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი გრძელდება - ბრუკლინ ბექჰემმა ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
სკანდალი გრძელდება - ბრუკლინ ბექჰემმა ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა