„მექსიკური აქცენტის მქონე ბიჭმა პერესს ხმების 35% წაართვა“ - ლა ლიგის პრეზიდენტი
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის „რეალში“ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა.
გუშინ ჩატარებულ არჩევნებში ფლორენტინო პერესი 2030 წლამდე „რეალის“ პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. მან ხმების 65% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ენრიკე რიკელმემ - 35%.
„ფლორენტინო პერესმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მექსიკური აქცენტის მქონე ბიჭმა, რომლის შესახებაც 15 დღის წინ არავის არაფერი გაეგო, 35% მიიღო - ეს ცუდი შედეგი არ არის. იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდებოდა, მას ესპანური აქცენტი რომ ჰქონოდა და 40 დღე გვქონოდა.
ჩვენ, ვინც ფეხბურთში მრავალი წელია ვართ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ნამდვილი ფლორენტინო დავინახეთ - ის, ვისაც მე ვიცნობ. მან გაიმარჯვა, მაგრამ სხვა „რეალი“ გამოჩნდა. ნებისმიერმა ლიდერმა, ჩემი ჩათვლით საკუთარ პოსტზე, არ უნდა დაივიწყოს ეს ფაქტი, როდესაც კლუბების 35% შენს აზრს არ იზიარებს.
ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ გაიმარჯვებდა. 30 დღის წინ რომ გვეკითხა, შეეძლო თუ არა ვინმეს ფლორენტინო პერესის ალტერნატივად კენჭი ეყარა, ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა. 20-25 დღეში შეიცვალა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კლუბის („ბარსელონასთან“ ერთად) ფილოსოფია“,
- განაცხადა ტებასმა.