ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ჩემპიონობის აღნიშვნა? ჯერ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“ - ჰანსი ფლიკი

„ესპანიოლთან“ დერბის წინ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

ჰანსი ფლიკი:

 

 

„სეზონის მეორე ნაწილში „ესპანიოლი“ უკეთ ათამაშდა. ეს დერბია, კონცენტრირება გვმართებს და მოედანზე გამარჯვების სურვილი ვაჩვენოთ. კუბარსი მზადაა სათამაშოდ, ვარჯიშზე ფეხი იტკინა, მაგრამ სერიოზული არაფერია. ლევანდოვსკი თავს კარგად გრძნობს და ისიც მზადაა, მეტს ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, ვუყურებ თუ არა „რეალისა“ და „მალიორკას“ მატჩს, თუმცა ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

 

 

კონტრაქტის გახანგრძლივება? პირველ რიგში დარჩენილ 3 თამაშზე ვარ კონცენტრირებული, დანარჩენზე კი მერე ვისაუბროთ. პატივი უნდა ვცეთ მეტოქეს, კლუბს, ფანებს.... მინდა, „ბარსელონაში“ კიდევ ერთი წლით დავრჩე, იმიტომ რომ აქ ბედნიერი ვარ, თუმცა ჯერ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მატჩამდე ჩემპიონობის აღნიშვნაზე საუბარი არასწორია.

 

 

ანდრეას კრისტენსენის თამაში მომწონს, სოლიდურ დონეზე თამაშობს. არ მომეწონა, რაც „ინტერთან“ მატჩის შემდეგ რონალდ არაუხოსთან დაკავშირებით მოხდა - ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცავ. შეცდომა ყველას მოსდის და „ინტერთან“ მატჩშიც მთელი გუნდი ცდებოდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება.

 

 

კარლო ანჩელოტიმ მადრიდში ფანტასტიკური სამუშაო გასწია და არაერთ წარმატებას მიაღწია. ის ნამდვილი ჯენტლმენია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიაშიც წარმატებული იქნება.

 

 

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ ოთხივე კლასიკოში „რეალთან“, განსაკუთრებით იმით, როგორ შემოვატრიალეთ თამაში ბოლო კლასიკოში. 24 წუთის განმავლობაში ჩვენს ნახევარზე ბურთი არ ჰქონიათ, ეს ფანტასტიკური მონაცემია, რომლითაც ძალიან ამაყი ვარ. მიხარია, რომ გულშემატკივრებს ჩვენი თამაში მოსწონს“.

 

ცნობისთვის, ლა ლიგის 36-ე ტურში ხვალ „ბარსელონა“ „ესპანიოლს“ ესტუმრება. დღეს კი მადრიდის „რეალი“ „მალიორკას“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანაირი პრობლემა არ იქნება“ - დეკუ იამალის ახალ კონტრაქტზე
„არანაირი პრობლემა არ იქნება“ - დეკუ იამალის ახალ კონტრაქტზე