ფოლარინ ბალოგუნი, ჯოვანი რეინა
Aa
Aa

ბალოგუნის დუბლი და რეინას ლამაზი გოლი | აშშ-ის დამაჯერებელი გამარჯვება პარაგვაისთან

აშშ-ის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა „სოფაი სთედიუმზე“ პარაგვაის ნაკრები მიიღო და მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.

ამერიკელებმა პირველი ტაიმი ფენომენალურად ჩაატარეს და სამი გოლი გაიტანეს. შეხვედრაში ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა, როდესაც აშშ-ის ნაკრების შეტევის შემდეგ, დამიან ბობადილიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 28-ე წუთზე ფოლარინ ბალოგუნმაც გაიტანა, თუმცა მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

აშშ სერიოზულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, პარაგვაელებს კი ბურთი საკუთარი ნახევრიდან ვერ ამოჰქონდათ. 31-ე წუთზე ბალოგუნმა თავისი გოლი მაინც შეაგდო — 24 წლის თავდამსხმელმა კრისტიან პულიშიჩის გადაცემით ისარგებლა — 2:0. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ბალოგუნმა დუბლი გაიფორმა.

ამერიკელებს მომენტები მეორე ტაიმშიც ჰქონდათ, თუმცა 73-ე წუთზე გოლი პარაგვაიმ გაიტანა და თავი მაურისიომ გამოიჩინა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი ჯოვანი რეინამ დასვა, რომელმაც მეტოქის კარი ბრწყინვალე სტილში აიღო — 4:1.

ცნობისთვის, აშშ და პარაგვაი ჯგუფში ავსტრალიასა და თურქეთთან ერთად არიან. პოჩეტინოს გუნდი მომდევნო შეხვედრას ავსტრალიასთან გამართავს, ხოლო პარაგვაი თურქეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური
    ფინალის მაისურები აუქციონზე გაიტანეს | რამდენად გაიყიდა კვარას მაისური