“ბოლომდე გასვლის კარგი შანსი გაქვთ“ - ტრამპმა ამერიკის ნაკრებს მიმართა
აშშ-ის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა „სოფაი სთედიუმზე“ პარაგვაის ნაკრები მიიღო და მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა და მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს მიმართა.
ტრამპი:
„უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელი ხართ. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და წარმატებაა და ვიცი, რამდენად ძლიერი ფეხბურთელები გყავთ.
ვფიქრობ, ამ ტურნირზე ბოლომდე გასვლის ძალიან კარგი შანსი გაქვთ. უბრალოდ მინდა, წარმატება გისურვოთ.“
ცნობისთვის, აშშ და პარაგვაი ჯგუფში ავსტრალიასა და თურქეთთან ერთად არიან. პოჩეტინოს გუნდი მომდევნო შეხვედრას ავსტრალიასთან გამართავს, ხოლო პარაგვაი თურქეთს დაუპირისპირდება.