რეალში ცვლილებები იწყება - პერესის პირველი ნაბიჯები გამარჯვების შემდეგ
ფლორენტინო პერესი საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემდეგ სატრანსფერო მიმართულებით სწრაფი ტემპით მოქმედებას გეგმავს და ცხელი სიახლეები ამ კვირაშივე გველის.
COPE-ს ცნობით, „რეალი“ პირველს ჟოზე მოურინიოს წარადგენს, მაგრამ ეს საშინაო სტადიონზე არ მოხდება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელმაც „რეალთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მადრიდში თავის ოფიციალურ პრეზენტაციაზე დასასწრებად ჩაფრინდა.
COPE-ს ინფორმაციით, მოურინიოს, როგორც „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პრეზენტაცია, ხუთშაბათამდე არ გაიმართება. ეს დამოკიდებულია ორგანიზებასა და მხარეთა გრაფიკზე. ამასთან, თავდაპირველად მისი ჩატარება ოთხშაბათს იგეგმებოდა.
რიგში შემდეგ დენზელ დუმფრისი და იბუ კონატე არიან. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნიდერლანდელი მარჯვენა მცველი „რეალში“ 2030 წლამდე დარჩება. 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.
???? Denzel Dumfries has signed his official contract at Real Madrid after medical done last week.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 9, 2026
It will be valid for 4 years, same as Ibou Konaté - June 2030.
Inter receive €20m. pic.twitter.com/bVwvuqYbLx
მილანური კლუბი 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 20 მილიონ ევროს მიიღებს.
სერია A-ს გასულ სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში დუმფრისის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია.
დუმფრისის შემდეგ, „რეალი“ კონატეს წარადგენს, რომელიც მადრიდში ასევე 2030 წლის ივნისამდე დარჩება.