ნიკოლა იოკიჩი, ტაირიზ ჰალიბერტონი, დონოვან მიტჩელი, შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

ინდიანა კონფერენციის ფინალშია | ოკლაჰომა დენვერთან დაწინაურდა

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ნომრისთვის, „კლივლენდ კავალიერსისთვის“ სეზონი დასრულდა. პლეიოფის მეორე რაუნდში, „კავსმა“ „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და სერია 1:4 წააგო.

გამთენიისას, „კლივლენდი“ „ინდიანას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. „კავსმა“ კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 31:19 მოიგო, თუმცა, შემდეგ არაფერი გამოუვიდა და 105:114 დამარცხდა.

„კლივლენდის“ მხრიდან საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო - 35 ქულა, 9 მოხსნა. ევან მობლიმ 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. „ინდიანას“ ტაირიზ ჰალიბერტონმა ულიდერა - 31 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი. პასკალ სიაკამმა 21 ქულა ჩააგდო, ენდრიუ ნემბჰარდმა - 18.

„კლივლენდისგან“ განსხვავებით, დასავლეთ კონფერენციის პირველი ნომერი, „ოკლაჰომა სითი თანდერი“ სერიაში დაწინაურდა. „ოქეისი“ „დენვერ ნაგეთსს“ ხვდება და მეხუთე მატჩი 112:105 მოიგო. „თანდერი“ მეოთხე მეოთხედში 9 ქულით აგებდა, მაგრამ დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა და მიზანს მიაღწია.

„ოკლაჰომას“ მხრიდან ყველაზე მეტი, 31 ქულა შეი გილჯეს-ალექსანდერმა ჩააგდო. ჯეილენ უილიამსმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო ლუ დორტმა ზედიზედ 3 სამქულიანით, მატჩის სცენარი შეცვალა. „დენვერის“ რიგებში ბრწყინვალე იყო ნიკოლა იოკიჩი - 44 ქულა, 15 მოხსნა, 5 პასი. ჯამალ მიურიმ 28 ქულა დააგროვა.

ცნობისთვის, „ოკლაჰომასა“ და „დენვერის“ სერიის მეექვსე შეხვედრა 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 04:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ | მსოფლიოს შესარჩევის წილისყრა კალათბურთში
საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ | მსოფლიოს შესარჩევის წილისყრა კალათბურთში