პედრო: ასეთ დებიუტზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო
Aa
Aa

პედრო: ასეთ დებიუტზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეული, პედრო როდრიგესი ძალიან ბედნიერია საკუთარი წარმატებული დებიუტის გამო, რომელიც გუშინ, „პრემიერლიგის“ მესამე ტურში შედგა. გამოცდილმა ესპანელმა შემტევმა, აქტივში გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა, რითიც „ჩელსის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა მეტოქე 3-2 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

„ასეთ დებიუტზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი. გატანილი გოლი და მოგებული მატჩი. მადლობა ყველას“ – დაწერა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე პედრო როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ესპანელი „სტემფორდ-ბრიჯზე“ კატალონიის „ბარსელონადან“ 21 მილიონ ფუნტ–სტერლინგად გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები