Aa
Aa

"რეალი" სალაჰის სანაცვლოდ, თანხასთან ერთად საკუთარ მოთამაშესაც თმობს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე „ლივერპულის“ ლიდერი მუჰამედ სალაჰი იქნება.

თავდაპირველად დაიწერა, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „რეალი“ 115 მილიონს გადაიხდიდა, რაზეც „ლივერპული“ თანახმა იქნებოდა, თუმცა დღეს ახალი ვერსია გავრცელდა.

ფლორენტინო პერესს ახალი „გალაქტიკოს“ შექმნა სურს და საამისოდ არ გეგმავს, რომ ყველა ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტი გადაიხადოს.

პერესის გეგმა ასეთია - ის აპირებს, რომ მიუნხენის „ბაიერნთან“ ხამეს როდრიგესის საიჯარო ხელშეკრულება გააუქმოს და კოლუმბიელი გუნდში დააბრუნოს, რის შემდეგაც ფეხბურთელი „ლივერპულში“ გადაბარგდება.

ხამესთან ერთად „მერსისაიდელები“ გარკვეულ თანხასაც მიიღებენ, რომელიც ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის, თუმცა ივარაუდება, რომ ის 40-50 მილიონამდე იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, ხამეს როდრიგესი „ბაიერნში“ 2 წლიანი იჯარით იმყოფება და მისი გასვლის შემდეგ, „რეკორდმაისტერს“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. „რეალი“ კი იჯარის წესების დარღვევასა და ჯარიმის გადახდას გეგმავს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, „ლივერპულმა“ და „რეალმა“ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ეს მხოლოდ სეზონის ბოლოს გასაჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები