ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ჩეფერინი: იტალიის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა სამარცხვინოა

ალექსანდრ ჩეფერინმა იტალიის საფეხბურთო სტადიონებზე ილაპარაკა და არც კრიტიკა დაიშურა.

უეფას პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იტალიური საფეხბურთო ინფრასტრუქტურა სამარცხვინოა.

„იტალია ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო ქვეყანაა, რომელმაც ბევრი მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამავდროულად უდიდეს ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ინფრასტრუქტურა აქვთ. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიღალე ამ თემაზე დისკუსიით, რადგან ყველაფერი, რასაც ვხედავთ, მხოლოდ სიტყვებია“, - თქვა ჩეფერნიმ.

მისივე თქმით, კლუბებს ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და კერძო ინვესტორების მხრიდან დახმარება სჭირდებათ და მოქმედების დრო მოვიდა, რადგან იტალიაში ამ მხრივ სიტუაცია საშინელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაშიცაა და დაცვაშიც, იდეალური თანაგუნდელია“ | ლიზარაზუ კვარას ისევ აქებს
„შეტევაშიცაა და დაცვაშიც, იდეალური თანაგუნდელია“ | ლიზარაზუ კვარას ისევ აქებს