„ნახევარი ევროპა აკვირდება, მათ შორის იუვენტუსიც“ | რას წერს Tuttosport-ი მიქაუტაძეზე
ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა დაასახელა შემტევები, რომელთა დამატებასაც „იუვენტუსი“ განიხილავს. ზაფხულში, „ბიანკონერის“ მიზანი მაღალი დონის თავდამსხმელის გაფორმებაა და მიქაუტაძე სავარაუდო კანდიდატთა შორისაა.
„ლიონის აკადემიაში ბევრ ძლიერ ფეხბურთელს გაუვლია. ზოგიერთი მათგანი, ლიონის გამორჩეული მოთამაშე გამხდარა, ზოგიერთი - ლეგენდა. დღეს, ლიონს კიდევ ერთი ტალანტი ჰყავს, რომელიც განსხვავებული, თანამედროვე და საინტერესო პროფილის მქონე ფეხბურთელია.
2000 წელს დაბადებული გიორგი მიქაუტაძე ნახევარი ევროპის ყურადღების ცენტრშია და მათ შორის იუვენტუსიცაა, რაც მისი ბრწყინვალე სეზონის დამსახურებაა. ფეთქებადობისა და ტექნიკის წყალობით, მიქაუტაძე თანამედროვე ფორვარდის იდეალური განსახიერებაა. საჯარიმოს თავდამსხმელი ნაკლებადაა და უფრო მობილური ფორვარდია, რომელსაც სხვა პოზიციაზე თამაშიც შეუძლია.
მეორე სართულზე დომინანტი არაა და არც ინძაგივით მტაცებლური ინსტინქტი აქვს, მაგრამ ამას ბურთის ბრწყინვალე კონტროლი, ორივე ფეხით თამაშის უნარი, მოკლე მონაკვეთში აჩქარებები და ერთი-ერთზე, ლეტალურობა ფარავს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 20 მილიონი ევროა და მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ, ყველა ტურნირზე, 16 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.