ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: ნახევარფინალში შიშის ადგილი არაა - ამ მომენტით უნდა ვისიამოვნოთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ინტერთან“ განმეორებითი მატჩის წინ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა თავისი გუნდის განწყობასა და მოლოდინებზე ილაპარაკა.

პირველი მატჩი, რომელსაც კატალონიელებმა უმასპინძლეს, ფრედ 3:3 დასრულდა.

ჰანსი ფლიკის განცხადებით, „ბლაუგრანა“ დაცვაში უფრო უნდა კონცენტრირდეს, რადგან მეტოქე ძალიან ეფექტიანი და გამოცდილია.

„მოთამაშეებმა სიამოვნება უნდა მიიღონ ამ მატჩისგან. მინდა, რომ ზეწოლის გარეშე, თავისუფლად ითამაშონ. ვხედავ კარგ დინამიკას გუნდში და ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგებას. ჩვენ ხარისხიან თამაშს ვაჩვენებთ და ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ამ სეზონზე უკვე 2 ტიტული მოვიგეთ. თითოეული მოთამაშე იზრდება, როდესაც ასეთ მატჩებში მონაწილეობენ. ნახევარფინალში შიშის ადგილი არაა - ეს არის მომენტი, რომლითაც უნდა ისიამოვნო. უნდა გახვიდე მოედანზე პარტნიორებთან ერთად და აჩვენო, რამდენად კარგები ვართ. მთავარია, არ დავნებდეთ“, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა იტალიაში, 6 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაფინია იტალიის ნაკრებში თამაშთან ახლოს იყო | უცნობი ისტორია
რაფინია იტალიის ნაკრებში თამაშთან ახლოს იყო | უცნობი ისტორია