ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პარი სენ-ჟერმენს იდეალურად მოერგო“ | რას წერს Gazzetta კვარასა და ნაპოლიზე

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. ავტორი „კვარას“ პარიზულ თავგადასავალს გამოეხმაურა და გვაუწყა, მიიღებს თუ არა ქართველი გარემარბი საჩემპიონო მედალს „ნაპოლის“ მიერ „სკუდეტოს“ მოგების შემთხვევაში.

„გამოთქვა „ვა-ბანკი“ მშვენივრად აღწერს, კვარაცხელიას პარიზში გადასვლას. ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რომელიც მას უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებს. კვარაცხელია ლუის ენრიკეს ფორმაციის ახალ პარი სენ-ჟერმენს იდეალურად მოერგო. პსჟ-მ ყველაზე ცნობილი ვარსკვლავების დევნას თავი დაანება და ნიჭიერი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდის შეკვრა სხვანაირად, უფრო დაფიქრებულად დაიწყო.

კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენის საფეხბურთო პროექტს იდეალურად ერგება და გუნდზე შესამჩნევი გავლენა ჰქონდა. 22 შეხვედრაში, მან 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა და სკუდეტოს მოგების შემდეგ, კიდევ ერთი კარგი სეზონი აქვს. პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1 დიდი უპირატესობით მოიგო და შეუძლია, ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრებით, მიმდინარე სეზონი ლეგენდარულად აქციოს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცუდი პერიოდი არც კვარაცხელიას მიერ დატოვებულ გუნდს უდგას. ნაპოლი სატურნირო ცხრილის ლიდერია და 3 თამაშით ადრე, ინტერს 3 ქულით უსწრებს. პარტენოპეიმ მეოთხე სკუდეტო რომ მოიგოს, კვარაცხელია ჩემპიონთა შორის ავტომატურად ვერ მოხვდება. ასე სერია A-ს წესების გამოა, რომელთა მიხედვითაც, მედლები გადაეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც სკუდეტოს განაღდების დროს დარეგისტრირებულნი იყვნენ. ამ სიაში ავტომატურად არ შედიან ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდები დატოვეს. სწორედ ამიტომ, ნაპოლიმ უნდა გადაწყვიტოს, კვარას მიერ გაწეულ სამუშაოს აღიარებს თუ არა. სამართლიანები ვიყოთ და ვთქვათ, რომ კვარაცხელიამ 1187 წუთი ითამაშა და 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 ასისტია, მაგრამ შესაძლოა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ რთული კალენდარი არ აქვს და ჩემპიონობასთან ახლოსაა. „პარტენოპეის“ მეტოქეები „ჯენოა“, „პარმა“ და „კალიარი“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაშიცაა და დაცვაშიც, იდეალური თანაგუნდელია“ | ლიზარაზუ კვარას ისევ აქებს
„შეტევაშიცაა და დაცვაშიც, იდეალური თანაგუნდელია“ | ლიზარაზუ კვარას ისევ აქებს