კობი ბრაიანტი
Aa
Aa

ბრაიანტის უცნაური იგნორირება - კობი ათეულში არ შეიყვანეს

ბოლო პერიოდში ამერიკული სპორტული მედიის წარმომადგენლებსა თუ ვეტერან კალათბურთელებს შორის, როდესაც NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეზე მიდის საუბარი, მაიკლ ჯორდანს, კობი ბრაიანტსა და ლებრონ ჯეიმსს ყველა ახსენებს, თუმცა ამჯერად კობის შემთხვევაში მოხდა გამონაკლისი შემთხვევა, რამაც საზოგადოებაში დიდი გაოცება გამოიწვია.

კერძოდ, ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Bleacher Report-მა ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელების ასეული გამოაქვეყნა, სადაც კობი ბრაიანტი ათეულში ვერ მოხვდა და მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი გავიდა, ხოლო მეორე პოზიციაზე თანამედროვე NBA-ს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი აღმოჩნდა, რომელმაც მესამეადგილოსან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსგზის ჩემპიონ კარიმ აბდულ-ჯაბარს მცირედით აჯობა. აქვე გეტყვით, რომ ევროპელი კალათბურთელებიდან ყველაზე წინ ნიკოლა იოკიჩი დააყენეს, რომელიც მეჩვიდმეტე პოზიციაზეა.

Bleacher Report-ის ათეული

1.მაიკლ ჯორდანი. 2.ლებრონ ჯეიმსი. 3.კარიმ აბდულ-ჯაბარი. 4.მეჯიქ ჯონსონი. 5.ბილ რასელი. 6.შაკილ ონილი. 7.ტიმ დანკანი. 8.ლარი ბერდი. 9.უილტ ჩემბერლენი. 10.სტეფ კარი.

ცნობისათვის, კობი ბრაიანტი „ლეიკერსის“ შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი 5-ჯერ (2000, 2001, 2002, 2009, 2010) გახდა, ხოლო ფინალის MVP-ისთვის განკუთვნილი პრიზი ორჯერ, 2009 და 2010 წლებში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ