კლასიკოს მეორე დღეს - ანჩელოტისთან დეტალები შეათანხმეს
„სელტასთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ ბრაზილის საფეხბურთო კონფედერაციის ხელმძღვანელებთან ყოველგვარი მოლაპარაკებები უარყო და აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთის ლა ლიგის დარჩენილ ტურებში წარმატების მიღწევაზეა კონცენტრირებული. თუმცა, ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა AS-ი სრულიად განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებს.
აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ 11 მაისს, კატალონიის დედაქალაქში გასამართ „ბარსელონა“ – „რეალს“ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი დაესწრება და „კლასიკოს“ მეორე დღეს იტალიელ სპეციალისტთან ერთად, შეთანხმების მიღწევას ოფიციალურად გაასაჯაროებს. ამ ყველაფრის პარალელურად, სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა დაითანხმეს სანტიაგო სოლარი რომ გუნდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უხელმძღვანელოს, ივლისიდან კი „ბლანკოსს“ ჩაბი ალონსო ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონში როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ასევე კოპა დელ რეიზე გამოსვლა უტიტულოდ დაასრულა და სეზონის გადარჩენის ერთადერთი შანსი სამეფო კლუბისთვის ესპანეთის ჩემპიონატის მოგება იქნება.